ახალი ამბები • 1756410394
ანტისანიტარია და აუტანელი სუნი ადლიის მეოთხე ჩიხში
ინფრასტრუქტურა
1720508820
ანტისანიტარია და გაუსაძლისი სუნი ადლიის მეოთხე ჩიხში. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. ამბობენ, რომ შპს სანდასუფთავებას ნაგავი ყოველ დღე არ გააქვთ, რის გამოც, პრობლემა განსაკუთრებით ზაფხულში იჩენს თავს. პრეტენზიას გამოხატავენ იმის გამოც, რომ დანაგვიანებულია საბავშვო სკვერიც. მიმართავენ შესაბამის სამსახურებს რომ ტერიტორია დროულად დაასუფთაონ და ურნები ყოველდღიურად დაიცალოს. შპს „სანდასუფთავებაში“ სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს, SMS-ით კი მოგვწერეს, რომ „ნაგავმზიდი მანქანა გრაფიკით მუშაობს და ურნების დაცლა დღეში ორჯერ ხდება, ტერიტორია კი კვირაში ერთხელ, გრაფიკის შესაბამისად სუფთავდება“

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა