ავტობუსის გაჩერება უსინათლოთა ბილიკზე - ბათუმის მერია კვლავ დუმს

ალში გადაყრილი ხალხის ფული და სარისკო გარემო შშმ პირებისთვის - ბათუმის მერია კვლავ არ პასუხობს კითხვას, როგორ აღმოჩნდა ორბელიანის ქუჩაზე  ავტობუსის გაჩერება ზედ უსინათლოთა ბილიკზე.  არც მეტი არც ნაკლები ეს ყველაფერი ბათუმის ავტოტრანსპორტის წინ ხდება. აიპი, რომელიც მერიას წარმოადგენს, მოსაცდელების განთავსებაზე თავადაა პასუხისმგებელი. გამოდის, რომ კომპანიამ თავად დაარღვია კანონი და  უსინათლოთათვის ბილიკი ხალხის თვალის ასახვევად მოაწყო. რა რეაგირება ექნება თვითმმართველობას ფაქტზე? ჩვენთვის გაუგებარი დარჩა, უკვე რამდენიმე დღეა  უწყების სამსახურები  TV 25-ის კამერის წინ საუბარს გაურბიან. არ გვპასუხობენ არც შპს ბათუმის ავტოტრანსპორტში. პასუხისმგებლობების თავიდან არიდების პარალელურად კი უსინათლო ადამიანების ბედი კვლავ საფრთხეშია. 

მეტის ნახვა