ახალი ამბები • 1769693544
ბათუმის ბულვარში სავაჭრო ჯიხურების დემონტაჟი განხორციელდა
ინფრასტრუქტურა
1764412818
ბათუმის ბულვარის კეთილმოწყობის და არსებული განაშენიანების სტანდარტების დაცვის ფარგლებში, ცენტრალური შადრევნების გასწვრივ, ე.წ. კაფე-ბარ „ტყუპებთან“, უნებართვოდ განთავსებული სავაჭრო ჯიხურების დემონტაჟი განხორციელდა.დემონტაჟის პროცესში ჩართული იყვნენ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის და ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის მობილური ჯგუფები. ადგილზე მობილიზებული იყო სპციალური ტექნიკა.


მეტის ნახვა






















