ახალი ამბები • 1675409614
ბათუმში, 30-ე საჯარო სკოლას რეაბილიტაცია უტარდება
ინფრასტრუქტურა
1674579846
ბათუმში, 30-ე საჯარო სკოლას რეაბილიტაცია უტარდება. 400 მოსწავლეზე გათვლილი შენობა გონიოს დასახლებაში მდებარეობს. განახლებული სივრცე მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს. ამ ეტაპზე, შენობის შიდა და გარე ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, უნდა მოეწყოს სკოლის ტერიტორია, სკვერი და ღია სპორტული მოედანი. უკვე გაკეთდა პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები. მიმდინარე წელს, აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან, განათლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, 25 მლნ-ზე მეტი დაიხარჯება, აშენდება ახალი და რეაბილიტირდება 92-ზე მეტი სკოლა.
ინფორმაცია ვიდეო მასალასთან ერთად, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციამ მოგვაწოდა.

ბათუმში, დაუსრულებელ კორპუსში ხანძარია
1675185991

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
1675164609

დაიღუპა 5 ადამიანი, ხოლო დაჭრილია 5 პირი...
1674194525

ცივი იარაღით პოლიციელი დაჭრეს
1673245002
მეტის ნახვა