ახალი ამბები • 1756410394
ბათუმში, ჯავახიშვილის 74|76 ნომერში მცხოვრებლები კორპუსების ეზოს უხარისხოდ მოასფალტებას აპროტესტებენ
ინფრასტრუქტურა
1728322133
ბათუმში, ჯავახიშვილის 74|76 ნომერში მცხოვრებლები კორპუსების ეზოს უხარისხოდ მოასფალტებას აპროტესტებენ. ადგილობრივების პოზიცია დღეს ამხანაგობების თავმჯდომარემ, თალიკო რუხაძემ დააფიქსირა. ამბობს, რომ კეთილმოწყობის პროცესი გუშინ დასრულდა, თუმცა ასფალტი უკვე დაბზარული და ამოტეხილია. შიშობს, რომ გაწვიმების შედეგად ეზო უფრო მეტად დაზიანდება. რატომ ჩაიბარა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ? დირექტორი აცხადებს, რომ მონიტორინგის შედეგად ხარვეზები მართლაც გამოიკვეთა და გამოსასწორებლად შემსრულებელ კომპანიას ვადა მიეცა.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა