ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე დილიდან საცობებია | მიზეზი რუსთაველის ქუჩაზე დაწყებული სამუშაოებია

რუსთაველი

ბათუმში, დილიდან რამდენიმე ქუჩაზე საცობებია. მიზეზი რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების რეაბილიტაციის დაწყებაა, რაც ქვაფენილის ასფალტით ჩანაცვლებას გულისხმობს. სწორედ აღნიშნული პროექტის გამო, ორმხრივი მოძრაობაა ჭავჭავაძის, გრიბოედოვისა და ნინოშვილის ქუჩებზე. 

"სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ტროტუარი, ბორდიურები, გზაგამყოფი ზოლი მწვანე საფარითა და დეკორატიული ნარგავებით, უსაფრთხოების კუნძულები, შუქნიშნები და საგზაო ნიშნები.სამუშაოების სრული ღირებულება 22 მილიონამდე ლარს შეადგენს.აღნიშნულთან დაკავშირებით მაისის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება რუსთაველის ქუჩაზე - ალექსანდრე გრიბოედოვისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებს შორის მონაკვეთში.ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობა აღდგება ნინოშვილის, გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე.შეიცვლება მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობაც."- წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მიმდინარე სამუშაოების გამო, დროებით იცვლება 1, 1ა, 7, 7ა, 11, 10, 10ა და 15 ნომრით მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობა:

N1 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს შ. ხიმშიაშვილის, გრიბოედოვის, გორგილაძის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და ბაქოს ქუჩებზე

N1ა – ბაქოს, გოგებაშვილის, რუსთაველის [ნაწილი], თავდადებულის, გორგილაძის, გრიბოედოვისა და შ. ხიმშიაშვილის ქუჩებზე

N7, N7ა და N11 სამარშრუტო ხაზები იმოძრავებენ გორგილაძის ქუჩის გავლით

N10 და N10ა სამარშრუტო ხაზები – შ. ხიმშიაშვილის, გრიბოედოვის, გორგილაძის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და ბაქოს ქუჩებზე. უკუმიმართულებისას – ბაქოს, გოგებაშვილის, რუსთაველის [ნაწილი], თავდადებულის, გორგილაძის, გრიბოედოვისა და შ. ხიმშიაშვილის ქუჩებზე.

N15 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს მელიქიშვილის, გორგილაძის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და ბაქოს ქუჩებზე. უკუმიმართულებისას – ბაქოს, გოგებაშვილის, რუსთაველის [ნაწილი], თავდადებულის, გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩებზე.

მეტის ნახვა