ახალი ამბები • 1745409749
ენერგოეფექტურობის გარდაქმნის პროექტის ფარგლებში #6, #10 და #16 საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ენერგოეფექტურობის გარდაქმნის პროექტის ფარგლებში #6, #10 და #16 საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
"ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი დღეს #16 საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, სადაც ხორციელდება გარე ფასადის მოწესრიგებისა და შენობის შიდა ნაწილის გამაგრების სამუშაოები. დამატებით დასრულების ეტაპზეა 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა აეროპორტის გზატკეცილზე, ხოლო 2 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო ივანე მესხის პირველ ჩიხსა და ნიკო მუსხელიშვილის ქუჩაზე. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ კი, მიმდინარეობს 6 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, რომელიც ჯამში 1400 აღსაზრდელს მოემსახურება. საერთო ჯამში, ქალაქის 14-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში იქნება განახლებული საბაღე ინფრასტრუქტურა და ახალი საბავშვო ბაღები, რომლებიც ხანგრძლივად მოემსახურება ქალაქის სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელებს."- წერია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

1745305198

1739131407