ერგეში, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ ერგეში, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ბაშკო-ეკალაური-ლორთქიფანიძეების მიმართულებით ასფალტ-ბეტონის საფარს აწყობენ.

ამ ეტაპზე, ბეტონის საყრდენი კედლების, გაბიონის, სანიაღვრე არხების, მილების და რკინა-ბეტონის კიუვეტების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 928 ათას 988 ლარს შეადგენს.

მეტის ნახვა