ახალი ამბები • 1732172899
ეზოში, რომელიც ბათუმის მერიამ ახლახან მოაწესრიგა, კვლავ ინფრასტრუქტურული პრობლემებია
წყალში გადაყრილი ბიუჯეტის თანხები - ეზოში, რომელიც ბათუმის მერიამ ახლახანს მოაწესრიგა, კვლავ ინფრასტრუქტურული პრობლემებია. საუბარია ჯავახიშვილის ქუჩის 74-76 ნომერში მდებარე ორ კორპუსს შორის არსებულ სივრცეზე, სადაც სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა. ამხანაგობის თავმჯდომარე ამბობს, რომ სანიაღვრე არხები წყალს ვერ ატარებს და ყოველი გაწვიმების დროს მთლიანად ეზო და სახლის მიმდებარე ტერიტორია ისე იტბორება, რომ ვერც ქვეითი და ვერც ავტომობილი ვერ გადაადგილდება. ადგილობრივებმა საკითხის გადაჭრა საკუთარი ძალებით სცადეს. ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებთ ჯავახიშვილის 78-ში მცხოვრებ მოქალაქეებსაც. საკითხის გასარკვევად ჩვენ ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დავუკავშირდით, თუმცა სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთდა.
1731685299
1727447820