გაუსაძლისი საცობები მცხუნვარე მზეში - ბათუმის მერია მძღოლების მოთხოვნებზე ისევ არ რეაგირებს

დახარჯული მილიონები და პრობლემა, რომელიც ვერა და ვერ მოგვარდა. გიყვებით საკითხზე, რომელიც ხელისუფლებამ  გადაჭრის ნაცვლად კიდევ უფრო გაამწვავა.  ბათუმის შემოსასვლელში, მდინარე ყოროლისწყლის ხიდი, რეაბილიტაციის შედეგად ისე დავიწროვდა, რომ განტვირთვის ნაცვლად საცობებმა კიდევ უფრო იმატა, განსაკუთრებით კი პიკის საათებში. კოსტრუქციის გახსნას  2 წლიანი სამუშაოების შემდეგ ყველა დიდი მოთმინებით ელოდა, თუმცა  მძღოლები იმედგაცრუებულები არიან. გაღიზიანებული მოქალაქეები, რომლებიც საათობით, მცხუნვარე მზეში საცობებში დგანან,  სახემწიფოს მიმართ კრიტიკას არ იშურებენ. 

მეტის ნახვა