ახალი ამბები • 1738245015
გოგებაშვილისა და რუსთაველის ქუჩებზე ქვაფენილის ნაცვლად ასფალტს დააგებენ
ინფრასტრუქტურა
1735227231
2021 წელს ბათუმში, ქვაფენილის ასფალტის საფარით შეცვლის სამუშაოები, მერიამ საცობების შემცირების საბაბით ისე დაიწყო, რომ სპეციალისტებისა და არც მოსახლეობისთვის აზრი არ უკითხავს. შესაბამისად, ხალხზე ზრუნვის მიზნით განხორციელებული ექსპერიმენტი ქალაქელებისთვის არც თუ მთლად მოსაწონი და მისაღები აღმოჩნდა. მით უმეტეს, რომ ახლად დაგებული ასფალტის საფარი, არც ვიზუალურად და ვერც ხარისხით იყო წინამორბედზე უკეთესი. ახლა ჯერი გოგებაშვილისა და რუსთაველის ქუჩებზე მიდგა, თითმმართველობამ ამისთვის მილიონობით ლარი გაწერა. თუმცა, საკითხში სპეციალისტების ჩართვა მერიამ არც ამჯერად ჩათვალა. დაგეგმილ სამუშაოებს მოსახლეობა იწუნებს, ოპოზიცია კი - კორუფციის ნიშნებზე საუბრობს.
ქობულეთში მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ერთ...
1728455482
ბათუმში პარკირების ადგილის გამო კაცი დაჭრ...
1727447820
მეტის ნახვა