ახალი ამბები • 1732172899
გზის პრობლემა სოფელ მასაურაში
"ორთაბათუმის თემის სოფელ მასაურაში მოსახლეობას გზა არ აქვს და ხელისუფლება არაფერს აკეთებს პრობლემის მოსაგვარებლად" - ამის შესახებ დღეს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე მიშა ბოლქვაძემ განაცხადა. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ინფორმაციით, მეწყრის შედეგად დაზიანებული მონაკვეთის მოწესრიგება დიდი ხნის წინ დაიწყეს, რამდენჯერმე ტენდერიც გამოცხადდა, თუმცა საკითხი ვერა და ვერ გადაიჭრა. 80-ზე მეტი ოჯახი, ფაქტობრივად, გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მათ გადაადგილებისთვის 4 კილომეტრიანი შემოვლითი გზის გავლა უწევთ. ენმ ამტკიცებს, რომ ადგილზე ტექნიკა მას შემდეგ გამოჩნდა, რაც დაგეგმილი ბრიფინგის შესახებ გაიგეს. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში მხოლოდ სიტყვიერად განმარტეს, რომ მასაურას გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ნოემბერში დასრულდება.
1731685299
1727447820