ივანე მესხის პირველ ჩიხში ახალი საბავშვო ბაღი შენდება

bagi

აეროპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში, ივანე მესხის პირველ ჩიხში ახალი საბავშვო ბაღი შენდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აშენდება ორსართულიანი, ენერგოეფექტური შენობა. ბაღის ტერიტორიაზე მოეწყობა რეკრეაციული სივრცე და ბავშვთა გასართობი მოედნები.

უწყების ინფორმაციითვე, საბავშვო ბაღი გათვლილი იქნება 4 ჯგუფზე, ჯამში - 120 აღსაზრდელზე. ამ დროისთვის დასრულებულია შენობის საძირკვლის მოწყობა და მიმდინარეობს პირველი სართულის კონსტრუქციის მშენებლობა. სამუშაოების ღირებულება 5 მილიონ ლარს აღემატება და წლის ბოლომდე დასრულდება.

"პარალელურად, აქტიურ ფაზაშია ივანე მესხის ქუჩის კეთილმოწყობა, რისთვისაც 4.5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სანიაღვრე სისტემის, გზისა და საგზაო ნიშნების მოწყობა. სამუშაოები მომდევნო წლის მარტის ბოლომდე დასრულდება."-წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მეტის ნახვა