მახინჯაურის ცენტრში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 1 მილიონი ლარი დაიხარჯება

1 მილიონი ლარი მახინჯაურის ცენტრის საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. სოლიდური თანხა 595 მეტრი სიგრძის მონაკვეთის კეთილმოწყობისთვის უნდა გამოიყოს. ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

პირობების მიხედვით, სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში უნდა დასრულდეს. პროექტი ითვალისწინებს გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის დაგებას, სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას, ტროტუარების, ბორდიურების, ე.წ. კუნძულების გზის სავალ ნაწილზე მოწყობას, ზებრა გადასასვლელების დახაზვას, შუქნიშნებისა და გარე განათებების დამონტაჟებას.

ცნობისთვის, ეს გზა ბათუმში მიმავალი ავტომაგისტრალის ნაწილია, რომელიც უამინდობისას იტბორება და მოძრაობის პარალიზებას იწვევს.

მეტის ნახვა