ახალი ამბები • 1769693544
ქედის მუნიციპალიტეტის სამი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურა
1718990930
ქედის მუნიციპალიტეტის სამი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის შენობის ფასადის, სახურავის, გაყვანილობების და სხვა სარეაბილიტაციო და კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდება, მოეწყობა სპორტული ღია მოედანი. ასევე დაგეგმილია სოფელ ვაიოს საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. რეაბილიტირდება სოფელ კვაშტას საჯარო სკოლის შენობაც. დაწესებულებაში მოეწყობა ცენტრალური გათბობის სისტემა.
მეტის ნახვა






















