ახალი ამბები • 1756410394
ქობულეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასასრულს უახლოვდება
ინფრასტრუქტურა
1710340321
ქობულეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. დაბა ჩაქვში ტურისტულად აქტიურ ზონაში, სრულად განახლდა და შეიცვალა არსებული პარკის ინვენტარი.
დასკვნით ეტაპზეა სოფელ ბუკნარის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. უკვე განხორციელდა შენობის შიდა და გარე ფასადის კეთილმოწყობის სამუშაოები, დამონტაჟდა ღია სპორტული მოედანი და ამფითეატრი. სამუშაოების ღირებულება მილიონ ნახევარს აჭარბებს.
პარალელურად, გაზიფიცირების პროცესი დასრულდა სოფელ ხალაში. ბუნებრივი აირით სარგებლობას 205 აბონენტი შეძლებს.
მუნიციპალიტეტში მიმდინარე და უკვე განხორციელებულ სამუშაოებს აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა