ახალი ამბები • 1763483982
ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურა
1686131871
ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში, სხვადასხვა მიმართულებით 3 კილომეტრამდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, უნდა დაეგოს ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი სანიაღვრე და დამცავი ნაგებობებით.
პროექტის ღირებულება 463 ათას 549 ლარია. რეაბილიტირებული გზით 100-მდე ოჯახი ისარგებლებს. ასევე, ახალი ხიდი შენდება, სოფელ გვარაში გიორგაძეების მიმართულებით, რისთვისაც 261 ათას 499 ლარია გამოყოფილი.
ინფორმაცია, ვიდეო მასალასთან ერთად, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოგვაწოდა.
ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა





















