"რიკოთის მონაკვეთზე არავითარი საფრთხე არ არსებობს" - ინფრასტრუქტურის მინისტრი

რიკოთის გზა

“რიკოთის მონაკვეთზე არავითარი საფრთხე არ არსებობს და ყველას შეუძლია უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობა”- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა.

ირაკლი ქარსელაძემ  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხისას აღნიშნა, რომ ყველა ბრალდებაზე ოფიციალური პასუხია გაცემული და არის მოსახლეობის დაშინების, ასევე პროექტის დისკრედიტაციის მცდელობა.

„არავითარი საფრთხე არ არის. ყველა შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტა დამუშავებული იყო კვალიფიციური ინჟინრების მიერ“- განაცხადა ქარსელაძემ.

შეგახსენებთ, რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27-კილომეტრიანი მონაკვეთი 28 ოქტომბერს გაიხსნა.

მეტის ნახვა