როდის აღდგება ცენტრალურ პარკში მდებარე შადრევანი

6 მაისის პარკში მდებარე შადრევანიდან ქვის  კონსტრუქცია უკვე რამდენიმე კვირა ჩამოხსნილია. მიზეზი მისი დაზიანება გახდა, რის გამოც იგი რეკრეაციაულ ზონაში, მიმდებარე ტერიტორიაზე დევს. მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ინფორმაციით დაზიანებული ქვის შადრევანის აღდგენაზე მუშაობა დაწყებულია. რა დრო დასჭირდება  დასრულებას და როდის იხილავს დამთვალიერებული სრულყოფილ სურათს? უწყებაში დამატებით კითხვებზე არ გვიპასუხეს. ცნობისთვის,  შადრევანი ცენტრალურ პარკში წლებია ფუნქციონირებს და ერთ-ერთ ტურისტულ ლოკაციას წარმოადგენს.

მეტის ნახვა