ახალი ამბები • 1756410394
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ბათუმში აქტიურად პიარდება, ქალაქი კი თითქმის ყოველი გაწვიმებისას იტბორება
ინფრასტრუქტურა
1729617240
მიუხედავად იმისა, რომ „ბათუმის წყლის“ ოფიციალურ ფეისბუქგვედზე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად პიარდება, ქალაქში თითქმის ყოველი გაწვიმებისას კატასტროფული მდგომარეობა იქმნება. ბათუმის მერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გვარწმუნებენ, რომ ყველა მუნიციპალური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს და გამოწვევებზე მყისიერი რეაგირება ხდება, თუმცა რეალურად სხვა სურათი გვაქვს. ქალაქის დიდი ნაწილი თითქმის ყოველი უამინდობისას იტბორება, წყალი შედის სახლებში, კომერციულ ობიექტებში, ზიანდება ინფრასტრუქტურა, ხოლო მოსახლეობა დიდ ფინანსურ ზიანს იღებს. დღეს რამდენიმე უბნის მაგალითზე გიჩვენებთ, თუ რა სიტუაცია იქმნება მაშინ, როცა ქალაქში წვიმს.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა