ტროტუარებზე უნებართვო კონსტრუქციები: ინსპექცია კაფე-ბარებს ამოწმებს

ინსპექცია

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია კაფე-ბარების მიერ ტროტუარზე პირველი კლასის კონსტრუქციისა და მაგიდა-სკამების განთავსების ნებართვის შესაბამისობას სწავლობს. ობიექტებმა დოკუმენტაცია კანონით გათვალისწინებულ ვადებში უნდა წარმოადგინონ.  საზოგადოებრივ სივრცეში უნებართვოდ, ან ნებართვის დარღვევით განთავსებული კონსტრუქციები, მოქალაქების უსაფრთხო გადაადგილებას უშლის ხელს. ქალაქის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სივრცეების გამტარუნარიანობის მიზნით ტროტუარის შეზღუდვის წესი მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2021 წელს დადდგინა.  საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებურ შეზღუდვას 150(1) მუხლის მე-3 ნაწილი აკონტროლებს, რაც ჯიხურების, დახლების, ან სხვა მსუბუქი კონსტრუქციის თვითნებურ განთავსებას გულისხმობს და ფიზიკურ პირზე 500, იურიდულ პირზე 1000 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს. იგივე ქმედება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, – ჯარიმდება 5 000 ლარით.

მეტის ნახვა