ახალი ამბები • 1756410394
უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების კიდევ ერთი მაგალითი - ბათუმში, წვიმაში დაგებული ასფალტი გაფუჭდა
უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების კიდევ ერთი მაგალითი: ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ახლადდაგებული ასფალტი უკვე გაფუჭებულია. ქუჩის რეაბილიტაცია რამდენიმე კვირის წინ წვიმაში მიმდინარეობდა. დღეს კი, სურათი ასეთია - მონაკვეთი თავიდან საჭიროებს კეთილმოწყობას, რის გამოც მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოხატავენ.
რამდენიმე დღის წინ, მაშინ, როდესაც საკითხთან დაკავშირებით რეპორტაჟს ვამზადებდით, დავსვით კითხვა: რამდენად ეფექტური და ხარისხიანი იქნებოდა წვიმაში დაგებული ასფალტი და იყო თუ არა ეს ბიუჯეტის ფულის წყალში გადაყრა? საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში კითხვებზე არ გვიპასუხეს.
მხოლოდ ის გვითხრეს, რომ კონტრაქტორმა კომპანიამ წვიმის დაწყების შემდეგ სამუშაოები შეაჩერა, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
ცნობისთვის, უწყებამ მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ტენდერი 22 მილიონი ლარით გამოაცხადა. ხელშეკრულება კი შპს „ერ ტე დე“-სთან 19 მილიონ 400 ათას ლარზე აქვს გაფორმებული.
თავიდან დააგებენ თუ არა ასფალტს ან როდის მოხდება დაზიანებული ნაწილის კეთილმოწყობა? ჯერჯერობით, პასუხისმგებელმა პირებმა კომენტარები არ გააკეთეს.

1756113571

1750872937

1746451221