აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორი სააპელაციო სასამართლოს მიმართავს

ნათია კაპანაძემ სააპელაციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს  ყოფილი დირექტორი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენს ასაჩივრებს. კაპანაძის თქმით, მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური დაკვეთა იყო.

შეგახსენებთ, პირველი ინსტანციის სასამართლომ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. უარყოფილ იქნა განაცდურის ანაზღაურებისა და სამსახურში აღდგენის მოთხოვნაც. ყოფილი დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყების საკითხი, მაშინდელი ბორდის წევრებმა, ირაკლი დარცმელიძემ და გიგა ჩხარტიშვილმა დააყენეს.

მათი თქმით, კაპანაძე გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებდა და თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდა. აჭარის ტელევიზიის დირექტორად კაპანაძე 2016 წლის ოქტომბერში აირჩიეს. მას თანამდებობა, ვადის ამოწურვამდე, 6 თვით ადრე დაატოვებინეს.

მეტის ნახვა