ახალი ამბები • 1763483982
ბათუმში, საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით, ავღანეთის 3 მოქალაქე დააკავეს
სამართალი
1667287768
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "ჩირუხის" დასაცავ მონაკვეთზე საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის სამი მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა





















