ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი 500 ლარით დააჯარიმეს

გალიფ ოზთურქი 500 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.

ბიზნესმენს მარიხუანას შეძენა-შენახვა-გადაზიდვას ან გადაგზავნა ედავებიან. იგი სასამართლო პროცესს დისტანციურად ესწრებოდა. ბრალდებულმა მოსამართლეს განუმარტა, რომ მარიხუანა მის საკუთრებას არ წარმოადგენდა და საკითხს გაასაჩივრებს.

ადვოკატმა სასამართლო პროცესზე ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა. თენგიზ კახიძის თქმით, ბიზნესმენის სისხლის ნიმუშში ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები არ აღმოჩნდა, მათ შორის არც მარიხუანა.

შეგახსენებთ, გალიფ ოზთურქი ''მეტრო ჰოლდინგის'' შენობაში, 31 მაისს დააკავეს. მას პროკურატურამ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, ოზთურქის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის დროს, 7 გრამზე მეტი კოკაინი ამოიღეს.

თურქული მედიის ცნობით, 2018 წელს, ოზთურქს თურქეთის სასამართლომ მკვლელობის წაქეზებისთვის პატიმრობა მიუსაჯა. თურქი ბიზნესმენის კომპანიები ძირითადად ტურიზმის, ტრანსპორტისა და მშენებლობის ინდუსტრიებში საქმიანობს. მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქტივი ბათუმში მდებარე სასტუმრო "ეიფორიაა".

ამ თემაზე: აღმოჩნდა თუ არა გალიფ ოზთურქის სისხლის ნიმუშში ნარკოტიკული საშუალებები? - ექსპერტიზის დასკვნა

ვინ არის გალიფ ოზთურქი და რა ბიზნესებს ფლობს საქართველოში? - ოზთურქის მოღვაწეობის ქრონოლოგია

აღსრულებული სამართალი თუ პოლიტიკური ანგარიშსწორება? - რა მისწერა გალიფ ოზთურქმა კობახიძეს დაკავებამდე?

გალიფ ოზთურქის სახლში 7,2159 გრ. ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღეს - პროკურატურამ ბიზნესმენს ბრალი წარუდგინა

მეტის ნახვა