ახალი ამბები • 1751273063
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
სამართალი
1712127187

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, კახეთში, უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
უწყების ცნობით, ქალაქ ახმეტაში, მოქალაქეს დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელი სახლის დამხმარე შენობაში ჰქონდა დამონტაჟებული.
"უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიიდან ამოღებულია წიფლის სახეობის 2,8 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი და 2,2 კუბური მეტრი მოცულობის კოტრი (დაჭრილი მერქანი).
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა", - წერია განცხადებაში.

გიორგი ვაშაძე დააკავეს
1750760310
მეტის ნახვა