ახალი ამბები • 1756410394
კლუბის სტუმარს დაცვის სამსახურის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ
ბათუმის ბულვარში, ერთ-ერთი კლუბის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები სტუმარს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ვიდეოში ჩანს კაცის კლუბიდან გამოყვანა ძალადობრივი მეთოდით, რის შემდეგაც მას რამდენიმე ადამიანი ფიზიკურად უსწორდება. ინციდენტი რამდენიმე წუთი გრძელდება. კონფლიქტში ერთვება პოლიციაც, თუმცა სამართალდამცავებს ძალის გადამეტებაზე რეაქცია არ ჰქონიათ.
"დაცვა მოქმედებდა ძალის გადამეტებით, რის გამოც გადავწყვიტე ვიდეო გადაღება. დაცვის თანამშრომელმა გადაღებული ვიდეოს წაშლა მომთხოვა, ხელები გადამიგრიხა და ტელეფონი გამომგლიჯა. მეგობართან ერთად ვიყავი კლუბში, აღმოჩნდა, რომ ალყაში მოგვაქციეს და ჩაგვიკეტეს გასასვლელი გზა. ვიდეოს გადაღება მეგობარმა გააგრძელა. რა თქმა უნდა საჩივარი დავწერე პოლიციაში და ველოდები რეაგირებას," - ამბობს მოქალაქე სოციალურ ქსელში მიმართვისას.

1756113571

1746451221

1745312322