ახალი ამბები • 1733750807
ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი გადაიდო
ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სხდომა მოსამართლემ ისევ გადადო. მომდევნო პროცესი 8 აპრილს 15 საათზე ჩაინიშნა.
იყო მოლოდინი, რომ დღეს განაჩენი გამოცხადდებოდა და სასამართლოს სიტყვით ბრალდებულიც მიმართავდა, თუმცა მოსამართლემ უარი თქვა ლაზარესთვის დისტანციურ რეჟიმში მოსმენაზე. თავად გრიგორიადისი კი დღევანდელ სხდომაზე დასწრებას არ აპირებდა.
შეგახსენებთ, ლაზარე გრიგორიადისი გასული წლის მარტის შემდეგ პატიმრობაში იმყოფება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ახალგაზრდას 31 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, გრიგორიადისმა 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მისამართით, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ოჯახი შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტისთვის მიმართვას აპირებს.
1728455482
1727447820