ახალი ამბები • 1752267330
მარტში, 99 161 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს - პასუხისგებაში 28 პირი მიეცა, დაკავებულია 11
სამართალი
1712126602

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მარტში, ქვეყნის მასშტაბით გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 20 ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 28 პირი, მათგან დაკავებულია 11 პირი.
უწყების ცნობით, დანაშაულში მხილებული პირებისგან, ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში, 99 161 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 500 000 ლარს აღემატება.
"გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით", - წერს უწყება.

ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა
1752065820

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა