ახალი ამბები • 1763483982
ორსული ცოლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ კაცს პატიმრობა შეეფარდა - მას 16-და 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
სამართალი
1640359539
ორსული ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულ კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პროკურატურა მის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რასაც ადვოკატი და ბრალდებული დაეთანხმნენ. სიტყვით ისარგებლა თავად დაკავებულმაც. მას 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ, ვარკეთილში კაცმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით, ორსულ მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში 30-მდე ჭრილობა მიაყენა. იგი ადგილზე გარდაიცვალა.
ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა






















