ახალი ამბები • 1752267330
ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ქალი გაათავისუფლეს
სამართალი
1713263891

სამტრედიაში, ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ქალი გაათავისუფლეს. 29 წლის ნატო ხელაძეს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა.
შეგახსენებთ, 2 აპრილს, სამტრედიაში კაცი მოკლეს. პოლიციამ ქმრის მკვლელობის საქმეზე ცოლი დააკავა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია.
პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კაცი სინამდვილეში არა ცოლმა, არამედ ცოლის ძმამ მოკლა, ქალმა კი მის პირველ ჩვენებაში დანაშაული დაიბრალა და გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.

ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა
1752065820

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა