ახალი ამბები • 1738862801
ქუთაისის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე
წინასწარი პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელიც ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 2 დღის წინ დააკავეს.
რევაზ ცეცხლაძე სასამართლომ ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა- ამას პროკურორი ითხოვდა, რომელიც განმარტავდა, რომ მისი თავისუფლებაში დატოვების შემთხვევაში არსებობდა მიმალვის რისკი, ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. პროკურორის განმარტებითვე, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია.
პროკურორის შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე, რომელიც აცხადებდა რომ მტკიცებულებები არ არის საკმარისი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა, 15 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანის გამოყენებით ერთი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ იგი ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

1738829541

1728455482

1727447820