ახალი ამბები • 1728566105
რატომ ვერ ტოვებს ციხეს ლაზარე, რომელიც პრეზიდენტმა შეიწყალა | ოპოზიციის შეფასება
პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმარი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებას ჯერაც ვერ ტოვებს. სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისისთვის შეწყალების ოქმის გამოსაცემად განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი სჭირდება, მოსამართლემ კი, მის დასაწერად, 14-დღიანი ვადა ითხოვა.
როგორც ადვოკატი ამბობს, დოკუმენტი მოსამართლემ პენიტენციურ დაწესებულებას გადაუგზავნა, მაგრამ არც მსჯავრდადებულს ჩაჰბარებია და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციას. პრეზიდენტმა მსჯავრდებული სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების დღესვე შეიწყალა, თუმცა სარეზოლუციო ნაწილს მხარეები მას შემდეგ ელოდებიან.
ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის 7-9 მარტის საპროტესტო აქციებზე დააკავეს. ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლება პროცესს ხელოვნურად წელავს, რათა ლაზარე აქციებზე არ მივიდეს და საპროტესტო მუხტი არ გააძლიეროს.
1728068947
1726854943
1726726009