საია: საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები საფრთხეს უქმნის ადმინისტრაციის მიმართ ნდობას

საია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს ეხმაურება. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ კოდექსში შესატანი ცვლილებები საფრთხეს უქმნის ადმინისტრაციის  მიმართ ნდობას.

მათივე განცხადებით, საკანონმდებლო გაუარესების ფონზე, აუცილებლობის დასაბუთების გარეშე, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციის უგულებელყოფით  - არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე ქართული ოცნების მიერ ინიცირებული ცვლილებები მორიგ ნაბიჯს წარმოადგენს არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების გაუარესებისკენ.

საიაში მიაჩნიათ, რომ წარმოდგენილი ცვლილება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში de faqto გამორიცხავს ოპოზიციის ჩართულობას და მეტად ამძაფრებს ეჭვს საარჩევნო ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის არაკეთილსინდისიერ გავლენებთან დაკავშირებით და ცვლილება კიდევ უფრო ამცირებს საზოგადოებისა და ოპოზიციური  პოლიტიკური პარტიების ნდობას საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ.

საია მოუწოდებს ქართულ ოცნებას, უმნიშვნელოვანესი არჩევნების წინ, უარი თქვას ისეთ ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციის ხარისხის შემცირებას გამოიწვევს.

მეტის ნახვა