საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტის წინააღმდეგ

„საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტის წინააღმდეგ“ - საკონსტიტუციო სასამართლოში  საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. სადავო ნორმების თანახმად, ექიმი უფლებამოსილია, უკიდურესი აუცილებლობისას, უსაფრთხოების მიზნით, პაციენტს შეუზღუდოს „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რიგი უფლებები. მოსარჩელის პოზიციით, პირის ნების საწინააღმდეგოდ მისი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარება, უფლებაში ჩარევის ინტენსივობით, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ მედიკოსი უფლებამოსილია, პაციენტს შეუზღუდოს არჩევნებში მონაწილეობის, განათლების მიღების,  წერილის მიღება-გაგზავნის, ტელეფონითა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობის, მნახველის მიღების, სტაციონარის ხანმოკლე ვადით დატოვების და სხვა უფლებები.  საქმეს არსებითად  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს.

მეტის ნახვა