თებერვალში, უკანონო ტყითსარგებლობის 219 ფაქტი გამოვლინდა

ტყითსარგებლობა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2024 წლის 1-ელი თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 219 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 171, საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების 48 ფაქტი.

უწყების ცნობით, სამართალდარღვევებიდან 31 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

„უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 79 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა, 45 სამართალდარღვევა დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში - 24, სამცხე-ჯავახეთში - 21, აჭარაში - 18, ქვემო ქართლში - 12, შიდა ქართლში - 8, მცხეთა-მთიანეთში - 6, გურიაში გამოვლინდა 4, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში 1 სამართალდარღვევა დაფიქსირდა. ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი გამოვლინდა თბილისშიც. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

თებერვალის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში 181 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყეა ამოღებული, ხოლო 19 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო დალუქული“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტის ნახვა