ახალი ამბები • 1769693544
აჭარაში, დამეწყრილი გზები იწმინდება
ამბები მთიდან
1666356426
აჭარის მუნიციპალიტეტებში დამეწყრილი გზები იწმინდება. ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში რამდენიმე ადგილზე მეწყრული პროცესები განვითარდა.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციით, გაწმენდით სამუშაოებში 15 ერთეული მძიმე ტექნიკაა ჩართული. დეპარტამენტის ინფორმაციითვე, რამდენიმე ლოკაციაზე ჩაკეტილი მიმართულებები უკვე გაიხსნა, ხოლო, დარჩენილი მონაკვეთების გაწმენდა ეტაპობრივად დასრულდება.
მეტის ნახვა






















