ახალი ამბები • 1701337917
"ღვარცოფული პროცესის საშიშროება" – რას წერდა გარემოს ეროვნული სააგენტო შოვზე

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2021 წელს გამოქვეყნებული საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტენის წერია, რომ რაჭაში, მდინარე ჭანჭახის მარცხენა შენაკადის მდინარე დღვიორას ხეობაში ღვარცოფის საშიშროების რისკი შეფასებული იყო როგორც "მაღალი".
"ღვარცოფული პროცესები საშიშროებას უქმნის ცენტრალურ საავტომობილო გზას და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს". - აღნიშნულია დოკუმენტში.
დოკუმენტში ასევე, მითითებულია, რომ ღვარცოფული ნაკადების გავლა აქ წელიწადში 2-3-ჯერ ხდება, რის გამოც მდინარე დღვიორას კალაპოტის პერიოდულ გაწმენდა-დაღრმავებასთან და ბორტების გამაგრებასთან ერთად აუცილებელია ხეობაში გეოდინამიკური პროცესების მუდმივი მონიტორინგიც.
აღნიშნული ინფორმაცია Facebook გვერდზე არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივის დირექტორმა, ნინო გუჯარაიძემ გაავრცელა.

1700826696

1699261403

1698564246

1698396221