ახალი ამბები • 1675409614
ხულოში თოვს - კადრები მუნიციპალიტეტიდან
ამბები მთიდან
1667292320
მაღალმთიან აჭარაში გათოვდა. ხულოს რამდენიმე სოფლიდან კადრებს ადგილობრივები სოციალურ ქსელში ასაჯაროებენ. მოქალაქეთა ცნობით, ნალექს შეფერხებები არ გამოუწვევია.
"დილით შუქი არ იყო, ახლა ყველაფერი რიგზეა, თოვა გრძელდება" - უთხრა TV25.GE-ის ხულოში მცხოვრებმა, თეიმურაზ ქამადაძემ, რომელმაც ფოტოები მოგვაწოდა.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში მაღალმთაში თოვას დღეს ისევ პროგნოზირებენ. სინოპტიკოსების ვარაუდით, დროგამოშვებით იწვიმებს აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში. 2 და 3 ნოემბერს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ბათუმში, დაუსრულებელ კორპუსში ხანძარია
1675185991

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
1675164609

დაიღუპა 5 ადამიანი, ხოლო დაჭრილია 5 პირი...
1674194525

ცივი იარაღით პოლიციელი დაჭრეს
1673245002
მეტის ნახვა