ახალი ამბები • 1756410394
ხვალ "ქედელობაა" - რა არის დაგეგმილი მუნიციპალიტეტში?
ამბები მთიდან
1668432584

ხვალ "ქედელობაა". სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის აქტივობაა დაგეგმილი. ღონისძიებების ფარგლებში, უნდა გამოვლინდნენ საპატიო ქედელები, საუკეთესო მეღვინეები და დამსახურებული მოღვაწეები.
გაიმართება ხეზე კვეთის, ჭიპონის აწყობისა და კალათების ქსოვის იმიტაციები. მოეწყობა ეთნოგრაფიული, გასტრონომიული, ფოლკლორული, სამუზეუმო ექსპონატების, საწარმოებისა და ფერმერების პროდუქციების გამოფენები. იქნება სპორტული და საბავშვო გასართობი პროგრამებიც.
ღონისძიება კონცერტით და ფოიერვერკებით დაიხურება. ორგანიზატორები ქედის მუნიციპალიტეტის მერია და შპს ,,ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი“არიან.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა