ახალი ამბები • 1769693544
მაღალმთიან აჭარას თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები მოემსახურება
ამბები მთიდან
1708602660
მაღალმთიან აჭარას თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები მოემსახურება. სატრანსპორტო საშუალებები ხულოს, ქედის და შუახევის მერიებმა შეიძინა. ქედასა და შუახევში მოსახლეობას - თითო თითო, ხოლო ხულოში 2 ერთეული ახალი ტრანსპორტი მოემსახურება. თითოეული მათგანი 47 მგზავრზეა გათვლილი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზეა ადაპტირებული.
პროექტი, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და აჭარის ბიუჯეტიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში დაფინანსდა. მუნიციპალური ტრანსპორტი უახლოეს დღეებში გავა ხაზზე და მოსახლეობას შეღავათიანი ტარიფებით მოემსახურება.
მეტის ნახვა






















