ახალი ამბები • 1756410394
მაღალმთიან აჭარაში, დამეწყრილი ტერიტორიების გაწმენდითი სამუშაოები 28 მიმართულებით მიმდინარეობს
ამბები მთიდან
1707477709

მაღალმთიან აჭარაში დამეწყრილი ტერიტორიების გაწმენდითი სამუშაოები 28 მიმართულებით მიმდინარეობს. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს ინფორმაციით, უწყება საგანგებო რეჟიმში მუშაობს და სამუშაოებში 52 ერთეული მძიმე ტექნიკაა ჩართული.
„მეოთხე დღეა, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას. ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში ყველა მიმართულებაზე იწმინდება დამეწყრილი მონაკვეთები.
საერთო ჯამში, 115 მიმართულებიდან ამ ეტაპზე გაწმენდილია 60 მიმართულება, ამჟამად 28 მიმართულებაზე მიმდინარეობს სამუშაოები. სამუშაოებში ჩართულია 52 ერთეული ტექნიკა”, - აცხადებენ უწყებაში.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა