ახალი ამბები • 1756410394
მთიან აჭარას საპიკნიკე ზონები შეემატა - რას მოიცავს ახალი ინფრასტრუქტურა?
ამბები მთიდან
1666684634
მთიან აჭარას საპიკნიკე ზონები შეემატა. ისინი ნაკონაღვარის მთაზე და კვესაური-ძველიმთის მიმდებარედ ხარისაწოლზე მოეწყო, რაც მოგზაურებს საშუალებას აძლევს ღია სივრცეში განიტვირთონ, დაისვენონ და პანორამული ხედებით დატკბნენ. საპიკნიკე ინფრასტრუქტურა საკოცონე სივრცეებს, ფანჩატურებს, საქანელებიან მოსასვენებელ სივრცეებსა და ფოტოსტენდებს მოიცავს.
მსგავსი საპიკნიკე ზონები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ 2020-2021 წლებში, ჩირუხის მთაზე, ჯვარიმინდროზე, სოფელ კაპნისთავსა და შუამთაზე მოაწყო. ჯვარიმინდორზე საპიკნიკე ზონასთან ერთად ტურისტული თავშესაფრები გაკეთდა, სადაც მოლაშქრეებს ღამისთევა შეუძლიათ.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა