ახალი ამბები • 1734684571
რისთვის და რა მოტივით ისარგებლეს შვებულებით სახელისუფლებო პარტიის წევრებმა აქციების დროს
აჭარის მთის მუნიციპალიტეტების თვითმართველობაში დასაქმებული თანამშრომლები, შვებულებაში მასობრივად მაშინ გავიდნენ, როდესაც სახელისუფლებო პარტიამ დედაქალაქში აქცია გამართა. მიუხედავად იმისა, რომ შვებულებებთან დაკავშირებულ ინფორმაციებს მერიებისგან მანამდე ყოველგვარი არგუმენტებისა და მოტივის დასაბუთების გარეშე ვღებულობდით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გვითხრეს, რომ ამ ტიპის ინფორმაცია კონფიდენციალურია და მის გასაჯაროებას კანონი კრძალავს. რა არგუმენტები აქვს ახალარჩეულ მერებს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და რისთვის გასცეს თანხმობა მასობრივად მოთხოვილ შვებულებებზე? სიუჯეტში ნახავთ
25-27 ოქტომბერს, შვებულებაში ერთდროულად, ხულოს მერიაში დასაქმებული 16 თანამშრომელი გავიდა. თარიღი მმართველი პარტიის მიერ, დედაქალაქში გამართულ მასშატბურ აქციას ემთხვევა. ამას საჯარო წესით გამოთხოვილი, ის ოფიციალური ინფორმაცია ადასტურებს, რომელიც თვითმმართველობამ მოგვაწოდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე, ამ ტიპის, ინფორმაციას მერია, ყოველგვარი დასაბუთებისა თუ მოტივის მითითების გვარეშე გვაწვდიდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მხოლოდ, სტატისტიკური ციფრები მოგვაწოდეს. ჩვენ, ასევე, დავინტერესდით, კონკრეტულად ვინ ისარგებლა აღნიშნულ პერიოდში შვებულებით. მუნიციპალიტეტის მერიამ, ინფორმაციის გაცმის წესი, დასაბუთების გარეშე დააარღვია.
იგივე პეროდში, რვა თანამშრომელმა ისარგებლა შვებულებით ქედის მერიაში. აქაც, მხოლოდ, სტატისტიკური ციფრები მოგვაწოდეს. არ დაგვიკონკრეტეს შვებულებით მოსარგებლე პირების თანამდებობები. განმეორებით წერილობით მოთხოვნზე კი, გვითხრეს:
თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ შეეხებოდა ისეთ პირებს, რომელთა მიმართ კანონი ადგენს ღიაობის მოთხოვნას. რაც შეეხება სხვა თანამშრომელთა შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების საკითხს, აუცილებელი იყო მათი წერილობითი თანხმობა, რაც იმ მომენტისთვის არ ყოფილა, შესაბამისად, დასახელებული ინფორმაციის მოთხოვნილი სახით მოწოდება ვერ განხორციელდა.
აღნიშნულ დროის მონაკვეთში, შუახევის მერიაში საშვებულებო დასვენებით ისარგებლა სამმა თანამშრომელმა. ქედასა და ხულოსაგან განსხვავებით, შუახევის თვითმმართველობამ, ინფორმაცია თანამდებობების მითითებით მოგვაწოდა. შუახევის მერი განმარტავს, რომ სამივე თანამშრომელი გრძელვადან შვებულებაში იყო და არცერთ მათგანს, ორ დღიანი საშვებულებო პერიოდით, არ უსარგებლია.
27 ოქტომბერს, მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნების მეორე ტურამდე, რამდენიმე დღით ადრე, „ქართულმა ოცნებამ“ დედაქალაქში დემონსტრაციული აქცია გამართა. მასშტაბურ შეკრებას სხვადასხვა უწყებაში დასაქმებული საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ოთხშაბათი სამუშაო დღე იყო, ამტკიცებდნენ, რომ შვებულებაში იმყოფებოდნენ.
1728455482
1727447820