ახალი ამბები • 1756410394
როდემდე გაგრძელდება სამძებრო სამუშაოები სტიქიის ზონაში - მთავრობის გადაწყვეტილება ცნობილია
ამბები მთიდან
1691659676

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, თუ როდემდე გაგრძელდება სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები. მისი თქმით, სამუშაოები გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე იარსებებს, თუნდაც მცირეოდენი შანსი იმისა, რომ გარდაცვლილი იქნეს ნანახი.
„არსებობს გონივრული ვადები იმ ანალიზებზე დაყრდნობით, რომელიც შეიძლება, კეთდებოდეს კონკრეტული სტიქიური უბედურების ზონებში, თუმცაღა პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის დავალებით, სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე იარსებებს, თუნდაც მცირეოდენი შანსი იმისა, რომ გარდაცვლილი იქნეს ნანახი, თუნდაც რაიმე სახის ფრაგმენტი, სამწუხაროდ გვიწევს ამ ძალიან მძიმე თემაზე საუბარი“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა