ახალი ამბები • 1734684571
საახალწლო განათებებზე ქედაში 30 ათას ლარს დახარჯავენ
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში კორექტირება შევიდა. კოვიდრეგულაციების გამო, გაუქმებული სპორტულ-კულტურული ღონისძიბებისა თუ სახელმწიფო შესყიდვებიდან 449 ათას 370 ლარი გამოთავისუფლდა. კორექტირების შედეგად, ყველაზე მეტი თანხა - 55 ათასი ლარი, საახალწლო ღონისძიებებზე დაიხარჯება. 35 ათასი განათებებისთვის, 20 ათასი ლარი კი, ღონისძიებების ჩასატარებლად გაიწერა. გამოთავისუფლებული თანხებიდან, 30 ათასი ლარი საწვავის ხარჯს დაემატა, 20 ათასი კი, სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფას მოხმარდება.
ბიუჯეტის ცვლილებას მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ. დავით სირაბიძის განმარტებით, კორექტირების დროს გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი ადგლობრივთა საჭროებების შე3საბამისად არ გაწერილა.
ქედის საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ბიუჯეტის კორექტირება დროული და საჭიროებებზე მორგებულია. ამირან ცინცაძის თქმით, მიღებული გადაწყვეტილება მოთხოვნებს სრულდ პასუხობს.
ქედის ადგლობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან, თანხის უმეტესი ნაწილი ინფრასტრუქტურას მოხმარდა. ძვირადღირებულ პროექტებს შორის იყო აქუცის საავტომობილო ხიდის მშენებლობა, ნაპირსამაგრი სამუშაოები და დაბაში არსებული მთავარი პარკის კეთილმოწყობა. ქედს მერიის ინფორმაციით, სამუშაოები სამივე ობიექტზე დასრულებულია.
1728455482
1727447820