ახალი ამბები • 1734684571
სტიქიის პირისპირ - მრავალწევრიანი ოჯახი სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში ცხოვრობს
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხითში მცხოვრები მრავალწევრიანი ოჯახი სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ აქ, მეწყრული პროცესები რამდენიმე თვის წინ განვითარდა, ოჯახები განსახლებას ვერ ახერხებენ, სახელმწიფოს მიერ, პრობლემის მოსაგვარებლად შემუშავებული პროგრამა კი, პრობლემას ვერ აგვარებს. როგორ და რა ვითარებაში უწევთ არსებობა ოჯახებს არჭარის მთიანეთში ვრცლად სიუჟეტში ნახავთ.
ღრმული, რომელიც ჟოჟაძეეების საცხოვრებელ სახლთან მისასვლელ საავტომობილო გზას ორ ნაწილად ყოფს და გარე სამყაროსთან დაკავშირებას შეუძლებელს ხდის, რამდენიმე კვირის წინ, მეწყრული პროცესების შედეგად გაჩნდა. ჩამოიშალა. რკინა-ბეტონის საყრდენი კედელიც და მიმდებარედ მდგარი ნაგებობებიც დაიბზარა.
რესანი დურგალია. საცხოვრებელ სახლთან საწარმო აქვს მოწყობილი, სადაც ჭურჭელსა თუ ავეჯს ამზადებს. აჭარის მთაში, ცნობილმა ხელოსანმა სახელმწიფოსგან დაფინასებაც მოიპოვა და გრანტით დაზგა - დანადგარები შეიძინა. ეს მცირე საწარმო ოჯახის ერთადერთი საარსებო წყაროა და თუ ოჯახს გადასახლება მოუწევს, შემოსავლის გარეშე დარჩება. რესანი გვიყვება, რომ გეოლოგებმა ვითარება შეისწავლეს და განსახლების დასკვნაც დაიდო, თუმცა, ჟოჟაძეები სახელმწიფო პროგრამით განსახლებაზე უარს, იმ მოტივით აცხადებენ, რომ შეთავაზებული 30 ათასი ლარით საცხოვრებელ პირობებს ვერ შიქმნიან.
სტიქიას თვითმხილველიც ჰყავს. რესანის დედა დღესაც ემოცებით იხსენებს, იმ დღეს, როდესაც მიწის უზარმაზარმა მასამ, ფერდობიდან, მრავალწლოვანი ნარგავები ჩაიტანა.
ადგილობრივ თვითმართველობაში აცხადებენ, რომ პრობლემას იცნობენ და ამ ოჯახის გარდა სოფელ უჩხითში განსახლებას, კიდევ, სამი ოჯახი დაექვემდებარა. რაც შეეხება საცხოვრებელ სახლთან მისასვლელ გზას, ქედის მერი ამბობს, რომ გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, ადგილზე რაიმე სახის ინფრასტრუქტურის მოწყობა დაუშვებელია. ჩვენ ასევე ვიკითხეთ, რამდენად უსაფრთხოა ოჯახებისთვის ახლა ტერიტორიაზე ცხოვრება? როლანდ ბერიძის თქმით, თანხმობის შემთხვევაში, საცხოვრებლების მოძიებამდე, მერია, ოჯახების, ქირით გასაყვანად მზადაა.
რამდენხანს მოუწევთ სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში ცხოვრება ოჯახებს, ეს იმ უწყებებზეა დამოკიდებული, რომელთა გათვლითაც, განსახლებითვის და ცხოვრების თავიდან დასაწყებად 30 ათასი ლარი საკმარისია.
1728455482
1727447820