ახალი ამბები • 1734684571
უფუნქციო სპეც-ტექნიკა შუახევში
მიუხედავად იმისა, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის თვითმართველობამ, საყოფაცხოვრებო ნარჩენების სამართავად, იაპონიის საელჩოს გრანტით ნაგავმზიდი შეიძინა, სპეცტექნიკა დანიშნულების ნაცვლად, მერიის ეზოშია გაჩერებული. აქვეა დასაწყობებული ურნებიც. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად სხვა საკითხებია გადასაჭრელი. რა პროლემების წინაშე აღმოჩნდა და რა სამოქმედო გეგმა აქვს ხელისუფლებას სოფლებში ნარჩენების სამართავად, ჩვენს სიუჟეტში ნახავთ
შუახევის მუნიციპალიტეტის დაბებიდან თუ სოფლებიდან, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გასატანად, იაპონიის სელჩოს გრანტით შეძენილი ნაგავმზიდი, თვითმართველობის ეზოში თვეებია გაჩერებული. შუახევის მერიის საფინასო სამსახურის უფროსი, განმარტავს, რომ სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებას მომავალი წლიდან გამოიყენებენ და ადგილობრივ ბიუჯეტში თანხაც დაიზოგება.
წინა წლების მსგავსად, წელსაც, მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას, მერია სახელმწიფო შესყიდვით ახორციელებს. მომავალი წლიდან კი,ტენდერის გამოცხადების ნაცვლად, როგორც მერი გვიმტკიცებს, სპეციალური ტექნიკით ისარგებლებენ. რატომ ვერ მოახერხა მერიამ აქამდე მატერიალური რესურსის გამოყენება? ომარ ტაკიძე ასეთ განმარტებას აკეთებს
შუახევის საკრებულოს წევრის განცხადებით, სოფლებში მოსახლეობის ცნობიერება გაიზარდა, ხევებში ნაგავს თითქმის აღარ ყრიან.
დასუფთავებასა და გარემოს დაცვის მიმართულებით, შუახევის მერიას, 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმაში, 35 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. 20 ათასი ლარი დასუფთავებაზე, 15 ათასი კი - უპატრონო და მაწანწალა ცხოველების თავშესაფარში გადაყვანის მიზნობრივ პროგრამაზეა გაწერილი.
1728455482
1727447820