ახალი ამბები • 1751994240
2022 წელს, აჭარაში, 2100 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი უფასოდ დამუშავდება
ახალი ამბები
1652251814
2022 წელს აჭარაში 2100 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი უფასოდ დამუშავდება. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
"ფერმერების ხელშეწყობის მიზნით აჭარაში სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების უფასოდ დამუშავება გრძელდება. მიწის დამუშავების პროცესში ჩართულია ტექნიკა და აგრო-ვადების შესაბამისად ხორციელდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დამუშავების პროცესი.
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაეცნო.
პროგრამის ფარგლებში 2022 წელს აჭარაში 2100 ჰა ფართობი დამუშავდება. დღეის მდგომარეობით უკვე დამუშავებულია 850 ჰა მიწის ფართობი", - წერია განცხადებაში.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა