ახალი ამბები • 1751358640
8 წლის ბავშვს მიკროავტობუსი დაეჯახა - გოგოს მდგომარეობა მძიმეა
ახალი ამბები
1669363759

მესამე კლასის მოსწავლეს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა დღეს დილით, გურჯაანში მოხდა. დაშავებული მშობლებმა გურჯაანის "ჯეო-ჰოსპიტალში" გადაიყვანეს.
სამედიცინო დაწესებულების დირექტორის თქმით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას თავის შიდა დახურული ტრავმები აღენიშნება. კატასტროფის ბრიგადას მცირეწლოვანი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაჰყავს.
„მდგომარეობა მძიმეა, არის ქალა-ტვინის დახურული ტრავმა. ჩატარებულია შესაბამისი კვლევები და მკურნალობისთვის დაგეგმილია მისი გადაყვანა თბილისში, ბავშვთა ნეიროქირურგიულ სამსახურში.“ – განაცხადა გელა ორველაშვილმა.
მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.
მეტის ნახვა